კაია კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
კაია კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე წარადგინეს. ესტონური მედიის ცნობით, კაია კალასმა გადადგომის თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა. ალარ კარისმა თხოვნა უკვე დააკმაყოფილა. კალასი მთავრობის მეთაურის მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე ესტონეთში ახალი სამთავრობო კოალიცია არ შეიქმნება. კაია კალასი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის.