გამოცემა "პოლიტიკოს ცნობით", ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთში 28-29 აგვისტოს დაგეგმილი სამიტის ბოიკოტირებას აპირებენ
გამოცემა "პოლიტიკოს ცნობით", ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთში 28-29 აგვისტოს დაგეგმილი სამიტის ბოიკოტირებას აპირებენ. გამოცემა წერს, რომ ეს იქნება ვიქტორ ორბანისადმი კოლეგების მკაფიო გზავნილი. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა უკმაყოფილოა, რომ უნგრეთის პრემიერი კიევში, მოსკოვსა და პეკინში ჩავიდა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ორბანი ამ მისიების დროს ევროკავშირის სახელით არ საუბრობდა.
