შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებისგან სოლიდარობის გზავნილებს იღებს
შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებისგან სოლიდარობის გზავნილებს იღებს. ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ დონალდ ტრამპს პირადი წერილი გაუგზავნა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ვაშინგტონში გაერთიანებული სამეფოს საელჩომ მიაწოდა. მონარქის მიერ გაგზავნილი წერილის შინაარსი კონფიდენციალურია. ტრამპის მკვლელობის მცდელობა დაგმო ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
