ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე “ქართული ფესტივალი” მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დასრულდ
ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე “ქართული ფესტივალი” მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დასრულდა. ბოლო საფესტივალო დღე, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის - „ბასტილიის დღის“ პატივსაცემად საფრანგეთის ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. სტუმრები გაეცნენ ტრადიციულ ქართულ სპორტის სახეობებს. საჩვენებელი წარმოდგენა გამართეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატებმა, მაყურებელმა ნახა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი “ცისკარი”, ფესტივალის სტუმრების წინაშე ასევე წარდგა ანსამბლი „ალილო“. დასკვნითი ღონისძიება საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“, კონცერტით დაიხურა.
