შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წარსულში ნასამართლევი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წარსულში ნასამართლევი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ერთი ადამიანი დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
