გოგა ხაინდრავას კომენტარი
გოგა ხაინდრავა ბოლო პერიოდში დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გარკვეული თანამდებობის პირების განცხადებებს წერილით ეხმიანება. კინორეჟისორი წერს, რომ მიმდინარეობს კარგად კოორდინირებული შეტევა, რომლის მიზანია, მოსახლეობაში შექმნას განცდა, თითქოს საქართველო ასცდა ევროპულ გზას. ხაინდარავა წერილში საუბრობს გამჭვირვალობის კანონზეც და მისი თქმით, ყველას სურს საქართველოზე ჰქონდეს გავლენა. ხაინდარავა წერს, რომ ქართველი ხალხი კარგად უნდა დაფიქრდეს, რა არის ქვეყნის წარმატების საწინდარი, საით არის მიმართული ამჟამად განვითარების ვექტორი. „თავად უნდა ვთქვათ უარი ყველანაირ წვრთნაზე, აღჭურვასა და ფინანსურ მანიპულაციაზე, რომლის მიზანი არა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, არამედ სხვის ომებში ჩათრევა და გამოყენებაა“, საქართველო უპირველეს ყოვლისა- ამ სიტყვებით ასრულებს წერილს გოგა ხაინდარავა.
