რესპუბლიკელი კანონმდებლების განცხადებით, ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინასაარჩევნო რიტორიკამ გამოიწვია
რესპუბლიკელი კანონმდებლების განცხადებით, ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინასაარჩევნო რიტორიკამ გამოიწვია. რეპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების დიდი ნაწილი, გასულ კვირას ბაიდენსა და მის დონორებს შორის შემდგარ პირად სატელეფონო საუბარზეც მიუთითებს. პოლიტიკოს ინფორმაციით, შტატების პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „დროა ტრამპი სამიზნეში ამოვიღოთ“. რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ კოლინსი სოციალურ ქსელში წერს რომ ბაიდენმა ფაქტობრივად ბრძანება გასცა და ეს იყო დემოკრატების მხრიდან საფრთხის ნეიტრალიზების მცდელობა.
