მმართველ გუნდში დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ განცხადებებს აკეთებენ
გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის- მმართველ გუნდში დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ განცხადებებს აკეთებენ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. ყველაფერი კი ნათლად მიუთითებს რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის.
