არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე ქართულმა ოცნებამ კვლევა ჩაატარა
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე ქართულმა ოცნებამ კვლევა ჩაატარა. შეისწავლეს 474 ორგანიზაცია, ის ორგანიზაციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობის კანონს და ხელი აქვთ მოწერილი ერთობლივ განცხადებაზე. 12 ივლისის მდგომარეობით, 241 ორგანიზაციას, ანუ 51 პროცენტს არ აქვს ვებგვერდი. 62 პროცენტს, 474-დან 296 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული ინფორმაცია თუ რომელი დონორისგან მიიღო კონკრეტული დაფინანსება. 68 პროცენტს, 474-დან 320 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება. 89 პროცენტს, 474 ორგანიზაციიდან 422 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტებთან დაკავშირებული საგრანტო მოცემულობები. ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს მითითებული პროექტის ვადა. 474 ორგანიზაციიდან 458 ორგანიზაციას, წლიური ანგარიში არ აქვს გამოქვეყნებული. 70 პროცენტი კი 474-დან 334 ორგანიზაცია არ ასაჯაროებს გუნდის წარმომადგენლობას ანუ იმ ადამიანების შესახებ ინფრომაციას, ვინც ორგანიზაციას წარმოადგენენ და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელნი
