მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფიჯი 40-36 დაამარცხა
მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფიჯი 40-36 დაამარცხა და მეცხრე ადგილის დასაკავებლად ბრძოლას განაგრძობს. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 5 ლელო დაუდეს, რომლებიც მიხეილ ხახუბიას, ტარიელ ბურთიკაშვილის, გიორგი გერგედავა, ნიკა ლომიძის, ლუკა კეშელავას აქტივშია. გარდა ამისა, ლუკა ცირეკიძემ სამი ჯარიმა და ამდენივე გარდასახვა გაიტანა. უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიას შეხვდებიან, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე უკვე დაამარცხეს. ფიჯისთან გამარჯვებით კი, ჩვენი ქვეყნის გუნდმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.
