თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაცია გამართა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაცია გამართა. ევროპული სტანდარტების ტექნიკა აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის გამოიყენება. სასესხო შეთანხმების ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტმა 65 ერთეული სპეცმანქანა შეისყიდა. 52 ერთეული უკვე შემოსულია.
