8 წლის იოანე ხარებავას საზოგადოების დახმარება ჭირდება
8 წლის იოანე ხარებავას საზოგადოების დახმარება ჭირდება. იოანე იშვიათი გენეტიკური დაავადებით, აპერტის სინდრომით დაიბადა. ბავშვს ჯანმრთელობის სხვა არაერთი პრობლემა აქვს. მას 5 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ამ ეტაპზე კი ქირურგიული ჩარევა ზედა ყბაზე სჭირდება. ოპერაცია სტამბულში კეთდება. დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე.
