წნორში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზატორი, NDI-ი იყო
წნორში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზატორი, NDI-ი იყო. რადიკალები სოციალურ ქსელში, NDI-ის მადლობას უხდიან. არის თუ არა ეს NDI-ის მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და ოპოზიციის ღია მხარდაჭერა? „ქრონიკა“ ორგანიზაციის პოზიციით დაინტერესდა და მათ დაუკავშირდა. NDI-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ წნორში ოპოზიციის მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა სამოქალაქო ინიციატივის ორგანიზებულია, რომელზეც NDI-იმ გრანტი გასცა. შეხვედრის ორგანიზებას და ამ პროცესში უშუალოდ ჩართულობას NDI-ში უარყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში საჯაროდ, NDI-ის, შეხვედრისთვის მადლობას უხდიან.