თავდასხმა დონალდ ტრამპზე - გამოხმაურებები
დონალდ ტრამპზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს. განცხადებას ავრცელებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშოა დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა, მისი ლიკვიდაციის მიზნით. განცხადებას ავრცელებს კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი.
