თავდასხმა დონალდ ტრამპზე
„წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში“,- ეს არის დონალდ ტრამპის სიტყვები, რომელიც მან თავდასხმიდან მალევე სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, მომხდარის დეტალებს აღწერს. ამერიკის ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლიკვიდირებულია. სროლის მოტივზე, ფედერალური ბიურო, ჯერ არ საუბრობს. უსაფრთხოების სამსახურმა, დონალდ ტრამპის დაცვა განსაკუთრებულად გაამკაცრა. 20 წლის მამაკაცმა ამერიკის 45-ე პრეზიდენტის მკვლელობა, წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს სცადა. სროლის შედეგად გარდაიცვალა ტრამპის ერთ-ერთი მხარდამჭერი, 2 კი მძიმედ დაშავდა.
