საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ქართული ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უცხოეთიდან მართული ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც, კი ჩვენი ქვეყნის დაბეჩავებას, შიდა არეულობას, ეკონომიკის ჩამოშლას და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევას ნიშნავს.
