დღეს, ბერლინში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება
დღეს, ბერლინში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ევროპის ჩემპიონატის რიგით მე-17 ფინალში, ესპანეთი მეხუთედ, ხოლო ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ინგლისისა და ესპანეთის ნაკრების დაპირისპირება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
