ლევილის ქართული ფესტივალის დასკვნითი კვირის ღონისძიებები დაიწყო
ლევილის ქართული ფესტივალის დასკვნითი კვირის ღონისძიებები დაიწყო. ფესტივალის სტუმრები გაეცნენ ქართული სპორტის ტრადიციულ სახეობებს. სტუმრები დაესწრნენ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლ „ცისკარს“. მაყურებლის წინაშე წარდგნენ მომღერალთა ანსამბლი „სათანაო“, სოფო ხალვაში და ბენდი. ღონისძიება დასრულდა სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“, კონცერტით, რომელიც ანშლაგით ჩატარდა.
