რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა წნორში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა წნორში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. სოციალურ ქსელში, კი NDI-ის მადლობა გადაუხადეს. არის თუ არა ეს NDI-ის მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და ოპოზიციის ღია მხარდაჭერა? „ქრონიკა“ ორგანიზაციის პოზიციით დაინტერესდა და მათ დაუკავშირდა. NDI-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ წნორში ოპოზიციის მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა სამოქალაქო ინიციატივის ორგანიზებულია, რომელზეც NDI-მ გრანტი გასცა. შეხვედრის ორგანიზებას და ამ პროცესში უშუალოდ ჩართულობას NDI-ში უარყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში საჯაროდ, NDI-ის, შეხვედრისთვის მადლობას უხდიან.