სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსი
სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს მართლმსაჯულებაზე წვდომის სიმცირით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად. 2023 წლის შედეგებით საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და NATO-ს და ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.
