ირაკლი კობახიძის გამოხმაურება
„სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“,- წერს სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებაში წერია, რომ გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. 21-ე საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს.
