„ჩელენჯ თასზე“ „შავი ლომის“ კალენდარი ცნობილია
„ჩელენჯ თასზე“ „შავი ლომის“ კალენდარი ცნობილია. პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრანჩაიზს, ჯგუფში მეტოქეებად: ფრანგული ვანი და ბაიონა, უელსური სკარლეტსი, შოტლანდიური ედინბურგი და ინგლისური გლოსტერი ერგო. ექვსივე გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხ თამაშს გამართავს, ორს შინ და ორს სტუმრად.
