ლევილის ქართული ფესტივალის დასკვნითი კვირის ღონისძიებები დაიწყო
ლევილის ქართული ფესტივალის დასკვნითი კვირის ღონისძიებები დაიწყო. ფესტივალის სტუმრები გაეცნენ ქართული სპორტის ტრადიციულ სახეობებს. სტუმრები დაესწრნენ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლ „ცისკარს“. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქალთა პირველი პროფესიული მგალობელ მომღერალთა ანსამბლი „სათანაო“, სოფო ხალვაში და ბენდი. ღონისძიება დასრულდა საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“, კონცერტით, რომელიც ანშლაგით ჩატარდა.
