მთის დღეები
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მესტიაში, უღვირის ტბის მიმდებარედ მთის დღეები შვიდკაცას, „რეზო და ბავშვებისა“ და „კვარტეტ ჰერიოს“ კონცერტით დასრულდა. საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას, მოეწყო ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, ჩატარდა ადგილობრივი კერძების მასტერკლასები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მთის დღეები“ წელს მესამედ იმართება.
