მამუკა ხაზარაძის პარტიის „ლელოს“ ლიდერებს, მედეა მეტრეველს და ანა ნაცვლიშვილს წნორში NDI-მ უმასპინძლა
მამუკა ხაზარაძის პარტიის „ლელოს“ ლიდერებს, მედეა მეტრეველს და ანა ნაცვლიშვილს წნორში NDI-მ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც. ინფორმაციას ამის შესახებ თავად პარტია „ლელო“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს და კახეთის რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის და მასპინძლობისთვის მადლობას ნანა ბაგალიშვილს, „ცოდნის კაფეს“ და NDI-ის უხდის. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „ლელოს“ ლიდერებმა წნორის მოსახლეობას საარჩევნო დაპირებები გააცნეს.