ამნისტიის შესახებ კანონპროექტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ამნისტიის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იყო დანაშაულების სიმძიმე, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოება ეჭვქვეშ არ დამდგარიყო. ცნობისთვის, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროექტი საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს და ამოქმედების შემდეგ ცვლილებები პატიმართა ერთ მესამედს შეეხება. მათგან 10% საპატიმროს დატოვებს. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებში, ყაჩაღობაში, ტერორიზმსა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებით მსჯავრდადებულ პირებს.
