მამუკა მდინარაძის გამოხმაურება
განცხადებას ავრცელებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშოა დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა, მისი ლიკვიდაციის მიზნით.
