ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, დონორის მხარდაჭერით ახალი სამსახურებრივი ძაღლები შეემატნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, დონორის მხარდაჭერით ახალი სამსახურებრივი ძაღლები შეემატნენ. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამსახურებრივი ძაღლები საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში იქნა შეძენილი. თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის დახმარებით, თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენაზე გაწვრთნილი 4 სამსახურებრივი ძაღლი საბაჟო დეპარტამენტმა თურქული კომპანიისგან შეიძინა. ახალი ოთხფეხა მცველები საქართველოს მასშტაბით, კონტრაბანდის მაღალი რისკის მქონე საბაჟო კონტროლის ზონებში გადანაწილდება
