სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსის“ პირველი სეზონი დასრულდა
დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსის“ პირველი სეზონი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს 40-მა მოქალაქემ მიიღო. ერთი თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეებს უსაფრთხოების სფეროს პირველი პირები უშუალოდ აცნობდნენ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სპეციფიკას, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობას, კორუფციული დანაშაულის პრევენციის მეთოდებს, ოკუპაციასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. მონაწილეებმა შეისწავლეს კომუნიკაციის ფსიქოლოგია და გაიარეს სიმულაციური სწავლებები
