მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმაურება
მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმაურება. ამბობენ, რომ გაუგებარია ეზრა ზეიას განცხადება, რადგან ქვეყანა და ინსტიტუტები დემოკრატიულად ვითარდება. ცნობისთვის, ეზრა ზეიამ შეხვედრები გამართა პრემიერთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, ონლაინ მედიის წარმომადგენელთა ნაწილთან. მოგვიანებით მან მედიასთან კომენტარი გააკეთა თუმცა დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა
