ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო. ჯივიპი პროექტში 23 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად აახლებს 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს. წყალმომარაგების ქსელის სრულად განახლების შემდეგ საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩაატარებს.
