ქეთევან კიკნაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
ქეთევან კიკნაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის მეთაურმა და კულტურის მინისტრმა. მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც ის 1959 წლიდან იყო მსახიობი და არაერთი დაუვიწყარი სასცენო სახე შექმნა. გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში. მათ შორისაა „შეხვედრა წარსულთან“, „დათა თუთაშხია“, „თეთრი ბაირაღები“. მონაწილეობდა ასზე მეტ სპექტაკლში. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, პრემია და პრიზი. გამოჩენილი მსახიობი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
