გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ნატოს სამხედრო დახმარების მიუხედავად, უკრაინა ფრონტის ხაზზე კონტრიერიშს ვერ დაიწყებს
გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ნატოს სამხედრო დახმარების მიუხედავად, უკრაინა ფრონტის ხაზზე კონტრიერიშს ვერ დაიწყებს. ნატოს ვაშინგტონის სამიტზე გადაწყდა, რომ ალიანსი კიევს რუსეთის არმიისგან თავის დასაცავად 40 მილიარდ ევროს გადასცემს. თუმცა „ნიუ იორკ ტაიმსში“ ვკითხულობთ, რომ ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან სამხედრო ტექნიკის, რაკეტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების კიევამდე ტრანსპორტირებას კვირები და შესაძლოა, თვეებიც დასჭირდეს. უკრაინისთვის შეპირებული თანამედროვე იარაღის ნაწილი ჯერ კიდევ წარმოების პროცესშია. ამის გამო უკრაინას ოკუპანტისგან ტერიტორიების გასათავისუფლებლად მომავალ 2025 წლამდე სამხედრო შესაძლებლობები არ ექნება.
