დიდი ბრიტანეთის მთავრობას უკრაინისთვის ბრიტანული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვა არ მიუცია
დიდი ბრიტანეთის მთავრობას უკრაინისთვის ბრიტანული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვა არ მიუცია. ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მსგავსი ნებართვის მისაცემად არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის თანხმობაა საჭირო. რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიანიშნა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ბრიტანული რაკეტების გამოყენება შეეძლო. მოსკოვი ამ განცხადების შემდეგ საპასუხო ზომებით დაიმუქრა.
