გერმანიის კანცლერს და საფრანგეთის პრეზიდენტს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ ჯო ბაიდენის კრიტიკა იმის გამო, რომ მან პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს შეცდომით ვლადიმერ პუტინი უწოდა
გერმანიის კანცლერს და საფრანგეთის პრეზიდენტს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ ჯო ბაიდენის კრიტიკა იმის გამო, რომ მან პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს შეცდომით ვლადიმერ პუტინი უწოდა. მაკრონიც და შოლციც ამბობენ, რომ საუბრისას შეცდომებისა და წამოცდენებისგან არავინ არის დაზღვეული და ამას ჟურნალისტებმა დიდი ყურადღება არ უნდა მიაქცონ. ოლაფ შოლცის თქმით, მას ბაიდენის პოლიტიკური შესაძლებლობების სჯერა და მისი სათანადოდ არდაფასება დიდი შეცდომა იქნებოდა.
