„დებატები უკეთესი განათლებისთვის“
„დებატები უკეთესი განათლებისთვის“- პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ეროვნული ტურნირის მონაწილეები დააჯილდოვეს. პროექტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ეროვნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებიც წარმატებულად ჩაერთნენ რეგიონულ ტურნირებში.
