თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით იზრდება
თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით იზრდება. საკითხს საკრებულომ კენჭი უკვე უყარა. ფინანსურ დოკუმენტში მოცემულია პრიორიტეტები. თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროგრამებს, გამწვანებას, ტრანსპორტს და ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამებს მოხმარდება.