ქვეყნის გარედან კონკრეტული ძალები ქართველი ამომრჩევლის დაბნევას ცდილობენ. ასე აფასებენ მმართველ გუნდში გახარია-ხაზარაძის შესაძლო ერთობას.
ქვეყნის გარედან კონკრეტული ძალები ქართველი ამომრჩევლის დაბნევას ცდილობენ. ასე აფასებენ მმართველ გუნდში გახარია-ხაზარაძის შესაძლო ერთობას. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების კარნახით, მზადდება საარჩევნო აფერა. სწორედ ამ მიზნით წარსულში მწვავედ დაპირისპირებული პარტიები შესაძლოა გაერთიანდნენ, საუბარია გიორგი გახარიას პარტიასა და მამუკა ხაზარაძის ლელოზე. გაერთიანებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია საქართველოსთვის და ლელო კატეგორიულად უარყოფენ.
