დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს
დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო არ დაადო, მოტივირებული შენიშვნები არ წარუდგენია, თუმცა ხელმოწერაზე უარი განაცხადა. საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა. საკითხზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმაც.
