ალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებმა მთავრობისა და მერიის შენობებს ხელნაკეთი ბომბები ესროლეს
ალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებმა მთავრობისა და მერიის შენობებს ხელნაკეთი ბომბები ესროლეს. შედეგად, რამდენიმე ადგილას ცეცხლი გაჩნდა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ და ოპოზიციის ლიდერის შინაპატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
