ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ რუსეთს გერმანული სამხედრო საწარმოს ხელმძღვანელის მკვლელობის გეგმა ჩაუშალა
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ რუსეთს გერმანული სამხედრო საწარმოს ხელმძღვანელის მკვლელობის გეგმა ჩაუშალა. ტელეკომპანია "სიენენი" ექსკლუზიურ მასალაში ჰყვება, რომ რუსეთის მთავრობა გერმანული კომპანიის „რაონ მეტალის“ აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობას შურისძიების მიზნით გეგმავდა. საწარმო უკრაინისთვის დიდი ოდენობით საარტილერიო ჭურვებსა და სამხედრო ტექნიკას ამზადებდა.