თურქეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპერტის შესახებ შეთანხმების აღდგენას ცდილობს
თურქეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპერტის შესახებ შეთანხმების აღდგენას ცდილობს. შეთანხმებას, რომელიც უკრაინულ საქონელს შავი ზღვის პორტებიდან მსოფლიო ბაზარზე მოხვედრის საშუალებას აძლევდა რუსეთი ბლოკავს. ნატოს სამიტის ფარგლებში ვაშინგტონში რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა. მოლაპარაკებებზე გადაწყდა, რომ სავაჭრო უსაფრთხოებისა და თავისუფალი ნაოსნობის თემებზე ანკარაში კონფერენცია გაიმართება.
