თავად ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია
თავად ჯო ბაიდენი კი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პრეზიდენტს მის შრომისუნარიანობასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე არაერთხელ ჰკითხეს, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ნევროლოგთან რამდენჯერმე გაიარა შემოწმება და თავს კარგად გრძნობს. ამერიკის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეიტინგებიდან გამოჩნდება, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს, იგი რბოლას მხოლოდ მაშინ გამოეთიშება, თუკი რეიტინგები აჩვენებს, რომ თავად ბაიდენი ვერ შეძლებს დონალდ ტრამპის დამარცხებას.
