ამერიკის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურას აშკარა აღსასრული ელის, წერს CNN
ამერიკის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურას აშკარა აღსასრული ელის, წერს “სიენენი”. ამერიკული მედიის ცნობით, მართალია, ნატოს სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე დაშვებული შეცდომებით მისი საარჩევნო კამპანია არ დასრულებულა, თუმცა ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატურის გადარჩენა გაუჭირდება. ჯო ბაიდენს ალიანსის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთში აერია, ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციის პირველივე წუთებში კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დონალდ ტრამპი უწოდა. თეთრი სახლის ლიდერს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნას უკვე 20-მდე დემოკრატი კონგრესმენი, სენატორი და დემოკრატიული პარტიის არაერთი მსხვილი დონორი სთხოვს.
