მსახიობ ქეთევან კიკნაძეს ემშვიდობებიან
მსახიობ ქეთევან კიკნაძეს ემშვიდობებიან მარჯანიშვილის თეატრში, სადაც ის 1959 წლიდან იყო მსახიობი და არაერთი დაუვიწყარი სასცენო სახე შექმნა. გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში. მათ შორისაა „შეხვედრა წარსულთან“, „დათა თუთაშხია“, „თეთრი ბაირაღები“. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, პრემია და პრიზი. გამოჩენილი მსახიობი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქეთევან კიკნაძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
