საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება
საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება. საფოსტო მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით ფოსტის ოთხმოც სერვისცენტრში და ახლა უკვე ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე. ენგურჰესს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ესტუმრა.
