ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა
ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა. მხარეებისათვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სივრცეებში ასევე იფუნქციონირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზა, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები იუსტიციის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები ადგილზე შეძლებენ სხვადასხვა სატრენინგო მომსახურების მიღებას.
