რუსთავი-თბილისის მიმართულებით, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტი იმოძრავებს.
შემოდგომიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტი იმოძრავებს. 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება.
