„მშვიდობის მისია 5.0“ - ასე უწოდა დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას უნგრეთის პრემიერ მინისტრმა
„მშვიდობის მისია 5.0“ - ასე უწოდა დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას უნგრეთის პრემიერ მინისტრმა. ვიქტორ ორბანს შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა უმასპინძლა. დონალდ ტრამპთან შეხვედრასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას მშვიდობის მიღწევის გზები განიხილეს, და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი ამ პრობლემას მოაგვარებს.
