გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა. მედიატურის ფარგლებში, მონაწილეებმა, მინისტრთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული დაცული ტერიტორია, კოლხეთის ეროვნული პარკი დაათვალიერეს, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მოპოვებული. მედიატურის ფარგლებში, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ორთვიანი კამპანიის შესახებ, რომელსაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს.
